LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო ნემსაძე და სოფო მეძმარიაშვილი საკუთარ სიყვარულზე პირველად…

Ardaidardo.Ge

ოთო ნემსაძისა და სოფო მეძმარიაშვილის სიყვარული დაახლოებით ერთ წელიწადს ითვლის. წყვილი მიიჩნევს, რომ მთავარი, რაზეც ორი ადამიანის ურთიერთობა უნდა იყოს დაფუძნებული, სიყვარულია. ოთომ სოფოს სიყვარული გაცნობიდან ერთ თვეში აუხსნა. მომავალზე ჯერ არ ფიქრობენ და არაფერს გეგმავენ…


ოთო და სოფო „ფორტუნას“ საიტის სტუმრები არიან. ერთად ისინი პირველად გამოჩნდებიან საზოგადოების წინაშე.


სოფო:

ბათუმში კონცერტზე გახლდით, 2015 წლის 25 აგვისტოს. მე მეგობრებთან ერთად ვიყავი, ოთო – მარიტა როხვაძესთან ერთად. გამოველაპარაკეთ ერთმანეთს, დავლიეთ. წვიმდა და ეს ძალიან მოგვეწონა. ოთო ზაფხულს ვერ იტანს, მე კი მთელი წელი ველოდები…


ოთო, რა მოგეწონა სოფოში?

ძალიან ბევრი რამ, მაგალითად, ის, რომ ძალიან ლამაზია, ჭკვიანი და ნიჭიერი. ძალიან კარგად თამაშობს სცენაზე.


ხომ მღერის?

მღერის, მაგრამ უფრო უკეთ თამაშობს. თან, არ მინდა, ჩემი კონკურენტი გახდეს, ჩემი ძმა ხომ ამომიდგა უკვე გვერდში. მე და კონკურსები ხომ ცნობილია და
სადმე კონკურსზე რომ გადამეყაროს, მერე რა ვქნა (იღიმის)?!


სოფო, ოთო პირად ურთიერთობაში როგორი აღმოჩნდა?

ძალიან უცნაურია, სხვებისგან განსხვავებით. სხვანაირია. მისთვის სიყვარული ჩეულებრივ ჩარჩოებში არ ჯდება. ეს, რა თქმა უნდა, მომწონს. ხელოვანები ხომ ასე ვართ, ურთიერთობებშიც და ზოგადადაც, ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებთ. რაც მე საქართველოში ვიცი, თუნდაც ძველი დროიდან მოყოლებული, როცა ხელოვანები ერთად იყვნენ, არ ამართლებდა, მაგრამ იმედია, ჩვენ შემთხვევაში სხვანაირად იქნება (იღიმის).


ოთო, რა არის ამაში კარგი და ცუდი?

ჯერჯერობით ცუდი არაფერია. არ ვარ ადამიანი, რომელიც რაღაცებზე წინასწარ იფიქრებს. არც ვაპირებ ასეთ რამეზე ფიქრს, ღმერთმა დამიფაროს. სოფო თავის პროფესიაში ძალიან წარმატებულია და მინდა, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს. მის პროფესიაში არის ტენდენციები, რომლებიც არ მომწონს და სოფო იმ კატეგორიას არ მიეკუთვნება. მაგალითისთვის დავასახელებ ყველაფრის კეთებას იმისთვის, რომ პოპულარობას მიაღწიო. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი მაქვს იმით, რომ სცენაზე ყოველთვის მართალი ვარ, სოფოც ასეა. ადამიანები ოჯახის, ბევრი რამის წინააღმდეგ იქცევიან, რაც არ მომწონს. ასეთ დროს, საბოლოო ჯამში, საკუთარ თავს კარგავ და პროფესიასაც. მგონია, რომ მოჰბეზრდებათ ადრე თუ გვიან და ასეთ ხალხს ვუთანაგრძნობ. ვისაც რა უნდა, ის გაუკეთებია, მაგრამ ასეთ ადამიანებს არ უკვირთ, რომ მათზე ცუდად საუბრობენ. იხილეთ სრულად