LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინში დიპკორპუსის ავტომანქანები დაწვეს, მათ შორის – საქართველოს საელჩოსიც

ბერლინში დიპლომატიური ნომრების მქონე რამდენიმე მანქანა დაწვეს, მათ შორის იყო საქართველოს საელჩოს კუთვნილი ავტომობილიც.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა, რომ დეტალები მომხდართან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, მიმდინარეობს გამოძიება.

ამასთან, ჯალაღანიას თქმით,  არავინ დაშავებულა.