LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Suzuki Jimny – საუკეთესო მეგობარი უგზოობაში

თუკი მთები გიყვართ და უგზოობა გიტაცებთ, თუ ცხოვრების მეტ ნაწილს მოგზაურობაში ატარებთ და ხანდახან ისეთი ადგილების მონახულებაც გიყვართ, სადაც ვერავინ შეგაწუხებთ, მაშინ Suzuki Jimny თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება.

მცირე ზომის, მაღალი გამავლობის მქონე, საკმაოდ ეკონომიური და კომფორტული ავტომობილი თქვენ და თქვენს კომპანიონებს რთულ რელიეფზეც კი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ. დაივიწყეთ მიუვალი ადგილები – როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, ჯიმნი ყველგან მიგიყვანთ.

ეს მოდელი მკაცრი რეტრო გარეგნობით და სრული, 4×4 ამძრაობით თქვენს იმედებს აუცილებლად გაამართლებს. 1,3 ლიტრიანი ეკონომიური ძრავის ჯიმნის, რომლის სიმძლავრე 85 ცხენის ძალაა, შეუძლია ქალაქის ქუჩებიდან ნებისმიერ გაუვალ გზაზე შეუფერხებლად გადავიდეს.

ევრო 6-ის სტანდარტის ჯიმნი წვის ეკონომიურობითაც გამოირჩევა. 100 კილომეტრზე ეს მოდელი საშუალოდ 7,3 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

ეს მოდელი ისეთი სისტემებით არის აღჭურვილი, როგორებიცაა ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა, იმობილაიზერი, საბურავში წნევის განმსაზღვრელი ინდიკატორი, გასაღების დარჩენის და მაშუქების გამორთვის შემახსენებელი.

აქვეა კონდიციონერი, დღეღამის რეჟიმის უკანა სარკე, ჰალოგენ მულტირეფლექტური ფარები, სავარძლების გათბობადა სხვა ფუნქციები.

ასეთია სუზუკის ყველგანმავალი ჯიმნი, რომელიც ყველაზე კომპაქტური 4×4ზე ამძრაობის ავტომობილია ბაზარზე.