ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლარის კურსზე მოქმედებს როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორები.
მისი თქმით, ბაზარზე არის მოთხოვნა და მიწოდება და ლარის კურსიც ამის მიხედვით რეგულირდება. ”ბრექსითმა გავლენა მოახდინა დოლარის გამყარებაზე და ევროს გაუფასურებაზე, თუმცა ყოველ ჯერზე ლარის ყოველდღიურ ცვლილებაზე კომენტარის გაკეთება სწორი არ არის, რადგან ეს არის თავისუფალი და ღია ბაზარი”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობასა და კომპანიებს არ ითამაშონ ვალუტის მოლოდინებზე და გადაცვალონ მაშინ, როცა დასჭირდებათ.
