LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

VIP CLUB-ის დრო: ბედნიერება გრძელდება – ცეცხლი აუზზე

ყოველ სამუშაო დღეს, ზუსტად 12:15 საათზე, ფორტუნა პლუსის პირდაპირ ეთერში VIP CLUB-ის დრო დგება და ყველა სიახლეს ექსკლუზიურად პირველები თქვენ შეიტყობთ.

ჩვენ გირჩევთ თუ სად წახვიდეთ VIP CLUB-ის ბარათის მფლობელები. ასევე შეგახსენებთ, რომ გარდა ფასდაკლებებისა, თქვენ აგროვებთ VIP ქულებს, რომლითაც იღებთ საჩუქრებს. საჩუქრების შესახებ კი ”ფორტუნა პლიუსის” და ასევე VIP CLUB -ის facebook გვერდის საშუალებით შეიტყობთ.

დღეს, საღამოს 20:00 საათზე გელოდებათ ლათინო ფულ ფართი აუზთან!

13549189_1027147134006455_518706873_o

ბილეთები იყიდება ევროპარკის სალაროებში და საიტზე eventer.ge.

გაყიდვაშია მხოლოდ 100 ბილეთი, ბილეთის ფასი 20 ლარია, გოგონებისთვის შესვლა უფასოა. ბარათის მფლობელებს საჩუქრად გადაეცემათ ენერგეტიკული სასმელი ”HYPE”.

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეიძინოთ ულტრა ყოვლისმომცველი ბილეთი – 99 ლარად.  ლათინო ფართს ევროპარკის VIP-ზონა მასპინძლობს, რომლის მისამართია: თბილისი, ვ. ნინუას №3.

VIP რესპუბლიკის გახსნის გრანდიოზული ცერემონია 19 ივნისს გაიმართა. შემდეგი ივენთი დაგეგმილია 3 ივლისს კვლავ ”ევროპარკი” თბილისში, მესამე წვეულება კი 17 ივლისს ბათუმის ”ევროპარკში” ჩატარდება.

VIP CLUB-ის პრეზიდენტი, სოსო სვიანაძე:

”ლათინო ფართიც პირველად ტარდება აუზზე, ისევე როგორც გოგონების წვეულება. ივენთი გვაქვს ორ დღეში ერთხელ და მუდმივად რაღაც საინტერესოს ვთავაზობთ საზოგადოებას. იდეები მინისტრთა კაბინეტში იბადება და შემდეგ ხდება მათი განხორციელება. აუზზე მოცეკვავეები დაანთებენ ცეცხლს. შემდეგი ღონისძიება იქნება ახალი წელი აუზზე. რესპუბლიკაში ყველა ყოველთვის ბედნიერია, ყველა ივენთს რამდენიმე დღით ადრე დავაანონსებთ”.

13570305_1027147127339789_1550562457_o

სხვა სიახლეების გასაგებად ეწვიათ ვებ გვერდს www.vipclub.ge

VIPCLUB ეს უბრალოდ ბარათი არ არის, ეს სტატუსია.