LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ნიჟარაძე ახალ კლიპს იღებს

Ardaidardo.Ge

სოფო ნიჟარაძე ახალ კლიპზე მუშაობს. სიმღერა უკვე ჩაწერილია, რომელიც რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის, ტექსტის ავტორები არიან ირინა სანიკიძე და დათო დოიაშვილი. არანჟირება ეკუთვნის ნიკოლოზ რაჭველს, არანჟირებაში სიმფონიურმა ორკესტრმა მიიღო მონაწილეობა. პროექტის ავტორი სტეფანე მღებრიშვილი გახლავთ, ის სოფოს დიდი ხნის მეგობარია და ერთადაც უმუშავიათ.


ვიდეოს გადაღებები უკვე დაწყებულია. კლიპის რეჟისორი გახლავთ ზაზა ორაშვილი. სოფომ გადაღებიდან, რომელიც გუშინ დაიწყო, ორი ფოტო გამოაქვეყნა, რომლებიც ჯიჯი რეჯინის ეკუთვნის. მაკიაჟზე ქრისტინა რეჯინი მუშაობს.

სოფოს ამ ფოტოებმა „ფეისბუქ“-მომხმარებლებს შორისბ დადებითი კომენტარები გამოიწვია. ვნახოთ, როგორი გამოვა კლიპი, რომელსაც ფართო მაყურებელს მალე წარუდგენენ.

Ardaidardo.Ge