ნიკა გვარამია გუშინ 40 წლის გახდა. „რუსთავი 2“-ის დირექტორს მეგობრებმა და კოლეგებმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, დიკო ჯოჯუამ, ზალიკო უდუმაშვილმა და სხვა ცნობილმა სახეებმა სიურპრიზი მოუწყვეს და ერთ-ერთ ღია სივრცეში დაბადების დღე გადაუხადეს. სანამ იუბილარი გამოჩნდებოდა, სივრცე სპეციალურად ბუშტებით მოაწყვეს. ნიკასთვის ეს დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა და მას დიდი ემოციებით შეხვდა.
თავისი დაბადების დღის აღსანიშნად მან სტატუსიც გამოაქვეყნა, სადაც მოლოცვისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.
„ყველას დიდი მადლობა დაბადების დღის მოლოცვისთვის. 40 წლის გავხდი და მგონი, ბევრი ვერაფერი ვისწავლე ცხოვრებისგან. თუმცა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ერთი რამ კარგად ავითვისე – რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს!
კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით! ყველაფერი კარგად იქნება! თან, აუცილებლად“ – აღნიშნა ნიკამ საკუთარ პოსტში.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/nanuka.zhorzholiani/videos/vb.826689349/10154260092829350/?type=2&theater” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]
