LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილებს კეთილი მამაკაცები მოსწონთ (ფოტოსესია)

Ardaidardo.Ge

ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილები „ოტიუმში“ დავპატიჟეთ ფოტოსესიისთვის. გამოპრანჭული დები დიდხანს პოზირებდნენ ფოტოკამერის წინ, შემდეგ კი „ფორტუნას“ შეკითხვებს უპასუხეს.


ნანუკა, ამერიკაში იყავი 6 თვით, მარტში ჩამოხვედი და ახლა მოვახერხეთ შენთან შეხვედრა…


რაც ჩამოვედი, ჩემი მეგობრებიც დამეთანხმებიან, ან სულ სახლში ვარ, ან საზღვარგარეთ,
ქვეყნის დატოვებამ რამდენჯერმე მომიწია ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ, სამუშაოდ თუ დასასვენებლად. თბილისში კი, ძირითადად, სულ სახლში ვარ…


ნინი:

არ არის ნორმალური, სისულელეს ამბობს (იღიმის). სახლში არ არის სულ, მუდამ ერთად ვართ, მეგობრებთან ერთად. სახლში ყოფნა მოსწონს იმიტომ, რომ ხელოვანია, ძალიან კარგად ხატავს. მხატვარი ელოდება დღის შუქს, რომ ფერები კარაგდ დასვას, შემდეგ კი არაფერი ახსოვს, როგორც მაგალითად, კარგი წიგნის კითხვის დროს. იგივე მომენტია ნანუკასთან, სხვა სტილში დაიწყო ხატვა და უამრავი კარგი ნამუშევარი აქვს. ამ მხრივაც აქვს გეგმები.


ნანუკა:

რამდენი ინტერვიუც მქონია, ამ თემაზე არსად მილაპარაკია. ბევრი ადამიანისთვის ჩემი ხატვით გატაცება სიუპრიზია. ჩვენს ოჯახში ყველა ხატავს, ნიკოლაძეში ვსწავლობდი, სანამ ჩავაბარებდი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. არ ვიცი, საკუთარ თავზე როგორ ვისაუბრო, მაგრამ მაქვს ჩემი სტილი. რაც ჩამოვედი, შევდივარ ჩემს პატარა სახელოსნოში და ვხატავ…


ნინი:

მეც როცა მინდა, მაშინ შევდივარ. ნანუკას კარგი სტუმარი ვარ. მიყვარს, როცა ვუყურებ, რომ ხატავს და რაღაცებს ვეკითხები. ახლა რაღაც ამბავი გამახსენდა და არ მჯერა, რომ ამას გიყვებით, მაგრამ… ბავშვობაში ერთი საათი ვეხვეწე, რაიმე დამიხატე-მეთქი.


ნანუკა:

ნინი თვითონაც ხატავდა და დახატული ჰქონდა ოთახი, შიგნით ხალხით. ოთახში ჩავუხატე რკინის კარი და დავუწერე – მორგი (იცინის). ძალიან ბოროტი ბავშვი ვიყავი…


ვიცი, რომ ბავშვობაში ძალიან აწვალებდი ნინის და ახლაც აბრაზებ მეტსახელით…

ნინი მთელი ბავშვობა იყო პუტკუნა, მეც. ამის გამო ვეძახი პუტკუნას, მაგრამ არ სწყინს.


ნინი:

მოფერებით მეძახის, რაც კი რაიმე სქელთან ასოცირდება. პუტკუნო, რომ დამიძახებს, ეგრევე ვიხედები, ხალხს კი ჰგონია, რომ უნდა გავბრაზდე, მაგრამ არ ვბრაზდები. ეს ჩვენი ხუმრობაა. იხილეთ სრულად (ფოტოგალერეა)