ევროპულმა კავშირმა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა. სანქციები ეკონომიკური სახისაა და 2017 წლის იანვრის ბოლომდე იმოქმედებს. უცხოური მედიის ცნობით, ეს პროცესი მოსალოდნელი იყო, რადგან რუსეთი მინსკის მოლაპარაკებებს არ ასრულებს.
„მინსკის შეთანხმებების შესრულების შეფასების შემდეგ, საბჭომ დაადგინა, გაგრძელდეს სანქციები კიდევ ექვსი თვით“ – ნათქვამია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში.
