LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda Accord – ბიზნეს კლასის სედანი დიდი სივრცით

როგორც Honda Accord-ის შემქმნელები ამბობენ, არის ისეთი ნივთები, პატრონზე უფრო მეტის მოყოლა რომ შეუძლიათ, ვიდრე თვითონ პატრონს. Accord-ი სწორედ ასეთი მიდგომით შეიქმნა.

ორმაგი ქრომირებული გამოსაბოლქვი მილები და ლაკონური სპოილერი ძარის აეროდინამიურ წვეთისმაგვარ პროფილს უსვამს ხაზს.

Accord-ის ელეგანტური ინტერიერი მძღოლისა და მისი მგზავრების მოთხოვნებს მაქსიმალურად პასუხობს. ქრომირებული კანტი კი, რომლითაც ხელსაწყოების პანელი და მართვის ორგანოებია შესრულებული, თავშეკავებულ, მაგრამ ამავე დროს, მდიდრულ სტილს ავსებს.

Accord-ის ინტერიერში ყველაფერი მაქსიმალური სიზუსტითაა შემოწმებული.

Honda Accord-ში ხელმისაწვდომია ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგია, რაც საშუალებას გაძლევს, საკუთარი თავი ავტომობილის საჭესთან მაქსიმალურად თავდაჯეებულად იგრძნოთ. აქტიური კრუიზ-კონტროლის ფუნქცია ავტომატურად არეგულირებს სიჩქარეს და დისტანციას წინ მიმავალ ავტომობილამდე, რაც ამცირებს მძღოლის დაღლას, განსაკუთრებით შორ მანძილებზე.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ Honda-ს ყველა ახალი მოდელი აღჭურვილია ECO Assist-ის ფუნქციით, რომელიც გაკვეულწილად ამცირებს საწვავის მოხმარებისა და მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვის დონეს.

გადაცემის ჩანაწერი