LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა რამიშვილს უკრაინაში ფილმში იღებენ

Ardaidardo.Ge

ქართველი მსახიობი, ლაშა რამიშვილი, უკრაინაშია. კიევში მას ფილმში იღებენ. როგორც თავად გვითხრა, ის ბარის მეპატრონეს, დავითს თამაშობს. მის ბარში ვითარდება სიყვარულის ამბავი.


ფილმის რეჟისორი არის კრისტინა სივოლაპი, შემოქმედებითი ჯგუფი მთლიანად უკრაინული, თუმცა ბევრი რუსი მსახიობი მონაწილეობს. სერიალი, როგორც შევიტყვეთ, რუსეთის „პირველ არხზე“ უნდა გავიდეს. პირველი ეპიზოდი 16 სერიას მოიცავს. მისი სახელწოდებაა „მე მიყვარს დედათქვენი“.