LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი” საპარტნიორო ფონდის პროეტებში ფინანსური მონაწილეობით დაინტერესდა

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში “შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის” დირექტორი ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის დარგში ორჰან აიტემიზი მიიღო.

როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა სტუმრებს ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ფონდის პრიორიტეტები, სტრუქტურა და მანდატი გააცნეს. „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ ხელმძღვანელებმა საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებთან ფონდის შესაძლო დაფინანსების პერსპექტივები განიხილეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფონდის მიმდინარე და უკვე განხორციელებულ პროექტებს. ბანკირები ფონდის პროეტებში ფინანსური მონაწილეობით დაინტერესდნენ.