LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესს ფილმის გადაღებებზე დედამ ჩააკითხა (ფოტო)

ჯენიფერ ლოპესი ამჯერად ცნობილი სერიალის, Shades of Blue-ს გადაღებებითაა დაკავებული. ტელეკომპანია NBC ნიუ-იორკში სერიალის მორიგი სეზონის დაძაბულ ეპიზოდს იღებს და ცხადია, გადასაღებ მოედნის მთავარი გმირი ჯენიფერ ლოპესია.

ცოტა ხნის წინ ვარსკვლავი გადასაღებ მოედანზე მეგობარმა მამაკაცმა და შვილებმა მოინახულეს. ამჯერად კი 46 წლის მსახიობსა და მომღერალს ნიუ-იორკში დედამ ჩააკითხა. გუადალუპე როდრიგესი პაპარაცებმა ლოპესთან ერთად გადაიღეს.

ფოტოები შესვენების დროსაა გადაღებული. ლოპესი ფანტასტიკურად ირგებს გამომძიებელი-დეტექტივის როლს და თავისუფლად ახერხებს ფანებთან ფოტოების გადაღებასაც.