LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jeep Patriot – დაუძლეველი შესაძლებლობები გზებზე და უგზოობაზე

Jeep Patriot-ი გზებზეც და უგზოობებზეც ერთგულ მეგზურობას გპირდებათ და ყველა იმ მონაცემს აერთიანებს, რომლებიც კომპაქტური SUV-ით მხიარული და კომფორტული მოგზაურობისთვის გჭირდებათ.

მისი აგრესიული სტილი და ავტომობილის ფერის 7 სლოტიანი გრილი ამ ავტომობილს Jeep-ის მოდელების რიგში გამორჩეულს ხდის. აგრესიული სტილის და დინამიური ვიზუალის ავტომობილი მუდამ მზადაა ნებისმიერ ადგილას გასამგზავრებლად.

ინოვაციური დიზაინის  მქონე Patriot-ი სპეციფიურად კომფორტული ინტერიერით და მარტივი მართვის ღილაკებთ ხასიათდება. ოფციის სახით შესაძლებელია წინა თბობადი სავარძლების, ქრომის პაკეტისა და ტყავის შიდა მოპირკეთების შეკვეთაც.

Patriot-ი ნებისმიერი ტიპის დატვირთვისთვისაც მზად არის. უკანა სავარძლების დაკეცვისას კი მისი საბარგულის მოცულობა 1515 ლიტრამდე იზრდება.

Jeep Patriot-ი უსაფრთხოების აქტიური მახასიათებლებით არის აღჭურვილი, რომლებიც სპეციალურად თქვენი უსაფრთხოებისთვის არის შექმნილი. ელექტრონული სტაბილურობის კონტროლი დაცულობის მაღალ ხარისხს გთავაზობთ და მისი მაღალი მგრძნობელობა მუხრუჭებზე ავტომატურად ვრცელდება.

ოთხი წამყვანი დისკი და ბლოკირების საწინააღმდეგო სამუხრუჭე სისტემა გაუმჯობესებულ კონტროლს უზრუნველყოფს და როგორც მშრალ, ასევე სრიალა ზედაპირზე შეჩერების დისტანციებს ამცირებს. დამხმარე მუხრუჭის სისტემა კი უეცარი დამუხრუჭების დროს დამუხრუჭების ძალას აძლიერებს.

ჯიპ პატრიოტი ისეთი ფუნქციებითაც არის აღჭურვილი, როგორებიცაა Uconnect ხმოვანი ბრძანების სისტემა Bluetooth-ით, დისტანციური დაქოქვის სისტემა, USB პორტი, რეგულირებადი საბარგულის რელსები, სიგნალიზაცია, საბურავის წნევის მონიტორინგის სისტემა, უკანა ხედვის სარკე ავტომატური დაბურვით და ინტეგრირებული მიკროფონით და სხვა.

გადაცემის ჩანაწერი