ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ და გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ბასტიან შვაინშტაიგერი დაქორწინდა. მისი რჩეული ცნობილი სერბი ჩოგბურთელი, ანა ივანოვიჩია. საქორწილო ცერემონია ვენეციაში გაიმართა, სადაც ჯვრისწერის შემდეგ პოპულარული წყვილი უამრავმა სტუმარმა ნავით გააცილა. ახალდაქორწინებულები საქორწილო მოგზაურობაში გაემგზავრნენ.
ინტერნეტში უკვე გამოჩნდა ბედნიერი წყვილის ულამაზესი წვეულების ფოტოები.
