
სოფო ნიჟარაძემ სიმღერაზე ”მაპატიე” ვიდეორგოლი გადაიღო. სიმღერა რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის, ტექსტის ავტორები არიან ირინა სანიკიძე და დათო დოიაშვილი. არანჟირება ეკუთვნის ნიკოლოზ რაჭველს, არანჟირებაში სიმფონიურმა ორკესტრმა მიიღო მონაწილეობა. პროექტის ავტორი სტეფანე მღებრიშვილი გახლავთ, ის სოფოს დიდი ხნის მეგობარია და ერთადაც უმუშავიათ.
კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მაკიაჟზე კი ქრისტინა რეჯინმა იზრუნა.
“დიდი მადლობა განუმეორებელ რუსა მორჩილაძეს გენიალური მუსიკისთვის, ნიკოლოზ რაჭველს ფანტასტიკური ორკესტირებისთვის, ეროვნიულ სიმფონიურ ორკესტრს, ზაზა ორაშვილს არაჩვეულებრივი ვიდეოსთვის, ჯიჯი რეჯინის განსხვავებული იმიჯისთვის, დათუნა სულიკაშვილს კოსტიუმებისთვის, ვიკას, ქრისტინას, სანდროს, ალეკო ბერძენიშვილს, ბრავო რეკორდს, მთელს ჯგუფს და რათქმა უნდა ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელს, ჩემს მეგობარსა და უმაგრეს პროდიუსერს სტეფანე მღებრიშვილს” – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.
ახალი ვიდეორგოლი სოფო ნიჟარაძემ youtube-ის საკუთარ არხზე განათავსა.
