ალმა-ატაში პოლიციის განყოფილებასთან მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
ქვეყნის შს სამინისტრომ განაცხადა, რომ ქალაქში კონტრტერორისტულ ოპერაციას იწყებენ. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ქალაქში ტერორისტული საფრთხის ყველაზე მაღალი დონეა გამოცხადებული.
მანამდე კი სროლის შესახებ თვითმხილველები სოციალურ ქსელებში წერდნენ, მათი ინფორმაციით, თავდაპირველად ერთეული გასროლის ხმები ისმოდა, შემდეგ კი ავტომატის ჯერის ხმა გაიგეს.
„ბიბისის“ ინფორმაციით, თვითმხილველები წერდნენ, რომ ავტომატით შეიარაღებული უცნობი მამაკაცი დაინახეს, მას პოლიცია მისდევდა.
პოლიციის შენობა, რომლის მიმდებარედაც ისვრიან, სამართალდამცველების ალყაშია.
