LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია კრის მარტინისა და რიტა ორას რომანზე ალაპარაკდა (ფოტო)

კრის მარტინი და რიტა ორა ნიუ-ჯერსიში, Coldplay-ის კონცერტის შემდეგ გამართულ ავთერფართიზე შენიშნეს. პაპარაცებმა კი მოგვიანებით რიტა ორა იმ სასტუმროდან გამოსული დააფიქსირეს, სადაც კრის მარტინი დაბინავდა. მომღერალს სწორედ ის თეთრი კაბა და ფეხსაცმელი აცვია, რომლითაც ის Coldplay-ის კონცერტის ავთერფართიზე იმყოფებოდა.

ამ ფაქტებზე დაყრდნობით, მედია ვარაუდობს, რომ კრის მარტინსა და რიტა ორას საიდუმლო რომანი აქვთ. მით უმეტეს, რომ მარტინმა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაასრულა განქორწინების პროცედურები გვინეთ პელთროუსთან.