LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Suzuki Swift Sport – როცა მასისგან გამოყოფა გსურთ

კომპაქტური სპორტული ავტომობილი, რომლის გარეგანი სტილი იმის გარანტიას იძლევა, რომ თქვენ მასისგან ყოველთვის გამორჩეული იქნებით – ასეთია Suzuki Swift Sport-ი.

როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, 1.6 ლიტრიანი მოცულობის  აგრესიული VVT ბენზინის ძრავით, Swift Sport-ი ამაღელვებელ მართვას უზრუნველყოფს.

ახალი, 6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემა კოლოფი Swift Sport-ის ეკონომიურობას განაპირობებს. ავტომობილის მომართვის ღილაკი კი საშუალებას გაძლევთ გასაღების ჯიბიდან ან ჩანთიდან ამოღების გარეშე სვიფტ სპორტის კარი გააღოთ და ძრავი დაქოქოთ.

ამ მოდელის ყველა სტანდარტულ კომპლექტაციაში ავტომატური კონდიციონერიც შედის, რომელიც რომელიც ნებისმიერ ამინდში თქვენს კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფს.

სპორტულობით გამოირჩევა, ახალი Swift Sport-ის ინტერიერიც. მწარმოებლურობა, ამაღელვებელ სპორტულ ინტერიერთან ერთად თქვენ და თქვენს მგზავრებს მართვის სრულყოფილ და დაუვიწყარ განცდას მოგანიჭებთ.

Swift Sport-ს თბობადი და ელექტრონულად მართვადი გვერდითა ხედვის სარკეებიც აქვს, რომელიც ხილვადობას ნებისმიერ ამინდში აუმჯობესებს. ღილაკზე ერთი თითის დაჭერით კი სარკეების დაკეცვაა შესაძლებელი, რაც შეზღუდულ ადგილებში გავლისას ავტომობილს დაზიანებისგან დაიცავს.

ეს მოდელი თანამედროვე ავტომობილისთვის განუყრელი ისეთი აუცილებელი ფუნქციებითაც არის აღჭურვილი, როგორებიცაა კრუიზკონტროლი, წინა სავარძლების გათბობა, ცენტრალურ კონსოლში განთავსებული USB პორტი, იმობილაიზერი და მრავალი სხვა.

გადაცემის ჩანაწერი