52 წლის ბრედ პიტი ამჯერად პაპარაცებმა ნიუ-იორკის ერთ-ერთი სასტუმროსთან გადაიღეს, სადაც მას აგრესიული ფანების ჯგუფი დახვდა. გულშემატკივრები ცდილობდნენ საყვარელ მსახიობთან ფოტოები გადაეღოთ და როგორც ჩანს, ეს მცდელობა არც ისე წარმატებული გამოდგა.
ბრედ პიტი ფანების შემოტევას აგრესიულად შეხვდა. რამდენიმე ადამიანმა მასთან სელფის გადაღება მაინც მოახერხა. საბოლოოდ მსახიობმა პირადი დაცვის წევრების დახმარებით მოახერხა სასტუმროს ტერიტორიის დატოვება.
