მაღაზია Gerry Weber-ი მომხმარებლებს უახლეს, სრულ კოლექციაზე 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიაში განაცხადეს, მაღაზიაში ქალის ტანსაცმლის ხაზია წარმოდგენილი.
მათივე ინფორმაციით, Gerry Weber-ი გერმანული ბრენდია, რომლის ასაკობრივი ზღვარიც 35 წლიდან იწყება.
”ჩვენს მაღაზიას აქვს ცალკე ხაზი, რომელიც დიდი ზომის ტანსაცმელს ქმნის. Gerry Weber არის, საერთაშორისო კომპანია, რომელმაც დაიწყო ქალის ტანსაცმლის წარმოებით, ჰქონდა 150-ზე მეტი მაღაზია მთელ მსოფლიოში. წარმატება რომელსაც მათ მიაღწიეს, არის გამოწვეული სამი ძირითადი ბრენდით: GerryWeber,Taifun-Collection და Samoon-Collection. Gerry Weber არის საშუალო ფასის სერიული წარმოების სავაჭრო ნიშანი, რომელიც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს 30 დან 64 წლამდე ქალებში. ამ კომპანიას ახასიათებს კლასიკური, დახვეწილი, დინამიური სტილი.ეს ბრენდი გაიგივებულია ხარისხთან, დიზაინთან, პრაქტიკულობასთან”, – განაცხადეს მაღაზიაში.
Gerry Weber-ი პეკინის 23 ნომერში მდებარეობს.
