ერთ თვეში ნიუ-იორკში MTV Video Music Awards 2016-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ გახსნაზე კეტი პერის ვიხილავთ, რომელიც თავის ახალ ჰიტს „Rise“ შეასრულებს.
ცერემონია 28 აგვისტოს გაიმართება, ვინ იქნება მისი წამყვანი ამჯერად, უცნობია. შეგახსენებთ, რომ შარშან საღამო მაილი საირუსს მიჰყავდა, თუმცა ცნობილია, რომ ღონისძიება ჩავარდა და განსაკუთრებული გამოხმაურებებიც არ მოჰყოლია.
