ქსელში ოლივერ სტოუნის ფილმის, „სნოუდენის“ ტრეილერი გამოქვეყნდა. ვიდეოს პრემიერა ფესტივალზე Comic-Con შედგა, რომელიც სან-დიეგოში იმართება.
მთავარი როლი ფილმში ჯოზეფ გორდონ ლევიტმა შეასრულა, პარტნიორობას კი მას შეილინ ვუდლი, ნიკოლას ქეიჯი, ზაკარი კუინტო და სხვა ცნობილი მსახიობები უწევენ.
ფილმი პოლიტიკურ თრილერს წარმოადგენს, რომელსაც საფუძვლად სნოუდენის ბიოგრაფია უდევს.
