LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი სპორტული ტურნირის მთავარი გმირი გახდა (ფოტო)

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ამჯერად ქალაქ პორტსმუტში იმყოფებოდნენ, სადაც America’s Cup World-ის ტურნირი იმართება. ღონისძიების დაწყებამდე მიდლტონი პირადად შეხვდა ტურნირის მონაწილეებს და გაესაუბრა ფონდ 1851 Trust-ის წევრებს.

უნდა ითქვას, რომ სპორტულ ფორმაში გამოწყობილი ქეით მიდლტონი ტურნირის მთავარი გმირი გახდა. გარდა ოფიციალური შეხვედრებისა, მიდლტონმა თავად მიიღო მონაწილეობა შეჯიბრში და თასი გადასცა გამარჯვებულებს.