ორ თვეზე მეტი დრო გავიდა, რაც შორენა ბეგაშვილი, შვილთან, ევასთან ერთად, სასწრაფოდ თურქეთში გადაფრინდა. ევას ორი ოპერაციის გაკეთება სჭირდებოდა, რადგან გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა.
შეგახსენებთ, რომ გოგონა აპრილში მეხუთე სართულიდან გადმოვარდა, რის შედეგადაც მრავალი მოტეხილობა მიიღო. საქართველოში ოპერაციების შემდეგ თურქეთში გადაფრენა გახდა აუცილებელი.
ევა ბარბაქაძეს იქ შესაბამისი ოპერაციები გაუკეთდა, შემდეგ კი რეაბილიტაციის კურსი ჩაუტარდა, რის შემდეგაც გოგონამ დამოუკიდებლად შეძლო ფეხზე დადგომა და გავლა.
გუშინ დედა-შვილი თბილისში დაბრუნდა. აეროპორტში მათ ახლობლები ბუშტებითა და ყვავილებით დახვდნენ.
ევა რეაბილიტაციის კურსს საქართველოში გააგრძელებს, ორ თვეში კი კიდევ ერთი, საბოლოო ოპერაციისთვის, თურქეთში დაბრუნდება.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/eqimebi/videos/550271148431257/” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]
