LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი აფეთქება გერმანიაში – ანსბახში სირიელმა მამაკაცმა თავი აიფეთქა

მამაკაცი, რომელმაც გერმანიის ქალაქ ანსბახში ბარის შესასვლელში აიფეთქა თავი, 27 წლის სირიელი ლტოლვილი იყო, რომელსაც გერმანიამ თავშესაფრის მიცემაზე ერთი წლის წინ უარი უთხრა. მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და შესაბამისი მკურნალობა უტარდებოდა, „ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ბავარიის შს მინისტრმა იოაჰიმ ჰერმანმა განაცხადა.

ჰერმანის თქმით, მამაკაცმა მანამდე ორჯერ სცადა თავის მოკვლა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც გარდაცვლიილს ზურგჩანთაში იპოვეს, საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ არაერთი ადამიანი მოეკლა, ან დაეზიანებინა.

იოაჰიმ ჰერმანმა განაცხადა, რომ აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე სირიელი მამაკაცი არ შეუშვეს მუსიკალურ ფესტივალზე Ansbach Open. შს მინისტრის მოსაზრებით, თვითმკვლელი მამაკაცის მიზანი სწორედ ფესტივალზე ხალხის დახოცვა იყო.

ანსბახში, ბარის შესასვლელთან მომხდარი აფეთქების შემდეგ 2500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, 12 ადამიანია დაჭრილი. აფეთქების შედეგად მხოლოდ თვითმკვლელი სირიელი მამაკაცი გარდაიცვალა.

აფეთქება ადგილობრივი დროით 22 საათზე მოხდა, ბარის Eugene’s შესასვლელში, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს.