ბენ და ელი ნანერები 2009 წელს დაქორწინდნენ და სხვა ბევრი წყვილის მსგავსად, ახალ სახლში ფოტოსესია გადაიღეს. სამწუხაროდ, ბედნიერი ცხოვრება დიდ ხანს არ გაგრძელებულა, ელი სიმსივნის დიაგნოზით 2011 წელს გარდაიცვალა და ქმარი და პატარა შვილი, ოლივია მის გარეშე დარჩნენ. ორი წლის შემდეგ ოჯახმა გადაწყვიტა, სახლი გაეყიდა და სხვაგან გადასულიყვნენ. თუმცა სანამ სახლში ახალი პატრონები შევიდოდნენ საცხოვრებლად, ბენმა და მისმა გოგონამ ფოტოების გადაღება გადაწყვიტეს – მამა-შვილმა ქორწილის შემდეგ ბენისა და ელის ფოტოსესია გაიმეორეს.
“ჩვენი მოგონება ელის შესახებ არ ცხოვრობს ამ სახლში, ის ჩვენს გულებშია,” – ამბობს ბენი.
ფოტოები ელის დამ, მელანიმ გადაიღო. ოჯახს სურს, სახლთან დაკავშირებით მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები დარჩეს.
ოლივია შუშის ანგელოზს დედას ეძახის.
ბენი უკულელეზე უკრავს სტივი უანდერის სიმღერას, რომელიც მან ელისთან ერთად ქორწილის დროს იმღერა.
„რაც არ უნდა მოხდეს, ოლივიას ეცოდინება, რომ არსებობს ადგილი, სადაც მე მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი,“ – ამბობს ბენი.








