LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსემ განტვირთვისთვის ნიცა აირჩია (ფოტო)

ცოტა ხნის წინ ბიონსე ოჯახთან ერთად პარიზში იმყოფებოდა, სადაც მორიგი კონცერტი გამართა. ამჯერად კი მომღერალმა მოიცალა დასვენებისთვის და ნიცაში გაემგზავრა. ცხადია მასთან ერთად იმყოფებიან ჯეი-ზი და ბლუ-აივი. პოპულარული წყვილი ფოტოგრაფებმა იახტაზე დააფიქსირეს.

ბიონსე საოცრად გამოიყურებოდა თეთრი ფერის გრძელ კაბაში. მომღერალი ფეხშიშველი გამოჩნდა ჯეი-ზისთან ერთად. დედის მსგავსად, თეთრი ფერის კაბა ეცვა ბლუ-აივისაც, რომელიც ოჯახს ყოველთვის თან ახლავს. ნიცაში შვებულებას ატარებს ბიონსეს დედა, თინა ნოულზიც, რომელიც ასევე ჩანს კადრებში.

36C0E5D600000578-3717138-Queen_Bey_has_arrived_Beyonce_and_Jay_Z_were_seen_boarding_a_boa-m-17_1469989846983
36C0E53D00000578-3717138-image-m-14_1469989640871
36C09BD500000578-3717138-image-m-11_1469989564532