პრემიერ-მინისტრმა „რესპუბლიკელი“ მინისტრების შემცვლელები დაასახელა – გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრად ლევან იზორია, ხოლო სახელმწიფო მინისტრად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – ქეთევან ციხელაშვილი წარადგინა.
პაატა ზაქარეიშვილმა და თინა ხიდაშელმა თანამდებობები ოფიციალურად დღეს დატოვეს.
