საფრანგეთში ქალაქ რუანაში ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი გარდაიცვალა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ხანძარი ბარ „კუბა ლიბრეში“ შუაღამისას გაჩნდა. ბარში ახალგაზრდები მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
ხანძრის ჩაქრობას 50-ზე მეტი მეხანძრე ცდილობდა. ქვეყნის შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის მიზეზების გასარკვევად მიმდინარეობს მოკვლევა.
გარდაცვლილთა ასაკი 18-დან 25 წლამდეა.
