LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი ნახევარფინალშია

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირში, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში 28წლის  ამირან პაპინაშვილი ასპარეზობს, მან სამი ორთაბრძოლა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

პაპინაშვილმა თავდაპირველად კანადელი სერხიო პესოა, შემდეგ კი – ბულგარელ იანისლავ გერჩევი დაამარცხა. მეოთხედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოს სძლია.

ნახევარფინალში ამირან პაპინაშვილს დაპირისპირება ევროპის სამგზის ჩემპიონთან, მსოფლიოს ფინალისტთან, რუს ბესლან მუდრანოვთან მოუწევს.