ბი-ბი-სის ინფორმაციით, ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ავღანეთში აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმის კუთვნილი იარაღი ხელში ჩაიგდო.
დაჯგუფების წევრებმა გაავრცელეს ფოტომასალა, რომელზეც ასახულია იარაღი და საბრძოლო მოწყობილობები, რომლებიც აშშ-ის ჯარისკაცებს ეკუთვნით.
ფოტოებში ასევე ჩანს, ამერიკის სპეცდანიშნულების რაზმის ერთ-ერთი ჯარისკაცის – რაიან ლარსონის პირადობის მოწმობაც.
აღნიშნული დანაკარგის შესახებ ინფორმაციას, აშშ ჯერჯერობით არ ადასტურებს.
