LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანი ბრეგვაძის საიუბილეო საღამოზე დასასწრებად საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია ეწვევა

Ardaidardo.Ge

საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, 20 აგვისტოს, ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ნანი ბრეგვაძის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამოს სამზადისი დაწყებულია.

საიუბილეო საღამოზე დასასწარებად საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია ეწვევა, მათ შორის მსოფლიოში აღიარებული უკრაინელი ბარიტონი ვიტალი ბილი, ცნობილი ვარსკვლავი, უკარაინელი სოპრანო ნატალია ტუმჩენკო, რუსი დრამატული ტენორი ვლადიმერ გალოუზინე, თამარ ივერი, მზია ნიორაძე, ბალერინა თათა ჯაში და უცოხეთიდან ჩამოსული სხვა სტუმრები.

კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის განცხადებით, საზოგადოება სხვა უცხოელ ვარსკვლავებზე ეტაპობრივად გაიგებს ინფორმაციას. ,,ჩვენ მაყურებელს ბევრ სიურპიზს ვუმზადებთ. კიდევ ერთხელ მოისმენს ნანი ბრეგვაძის, ეკა მამალაძისა და ნატალია ქუთათელაძის მიერ შესრულებულ არაერთ მუსიკალურ ნომერს. საღამო საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის და ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით გაიმართება. მუსიკალური პროდიუსერია მარინა ბერიძე”, – განაცხადა ოქიტაშვილმა. 

ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ტარდება. საღამოზე საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და ცნობილი ქართველი ხელოვანები არიან მიწვეული.