22 აგვისტოს ფონდი „დაცული საზოგადოება“ საქველმოქმედო გალა-კონცერტს „ზარი სიკეთისთვის“ გამართავს.
კონცერტიდან შემოსული თანხები სრულად გადაირიცხება სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო სახლს „ბერი ანდრიას“ ფონდის დასახმარებლად.
საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობის მისაღებად ბათუმს ეწვევიან მსოფლიოში ცნობილი უკრაინელი ბარიტონი ვიტალი ბილი, უკრაინელი სოპრანო ნატალია ტიმჩენკო და ცნობილი რუსი ტენორი ვლადიმერ გალუზინი. ცნობილი მეცო სოპრანო მზია ნიორაძე და თამარ ივერი.
კონცერტზე დასასწრები ბილეთები გაიყიდება ბათუმში, ინტერნეტ გვერდზე tkt.ge და biletebi.ge.
