სტივენ ამელიმ საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო სერიალის „ისრები” მე-5 სეზონის გადაღებებზე. მართალია, მსახიობის სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მას მაინც მოუწია ექიმებთან ხანგრძლივი კონსულტაციის გავლა. მოგვიანებით ამელიმ საკუთარი ფოტოები Instagram-ში გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ გადაღებები ნამდვილად ღირდა ამდენ უსიამოვნებად.
ამელის განცხადებით სერიალის ახალ ეპიზოდებში მაყურებელი ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე სასტიკ საბრძოლო სცენებს იხილავს, სავარაუდოდ, სწორედ მათი გადაღების დროს მიიღო მსახიობმა ტრავმა.
სერიალის პრემიერა 2016 წლის ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება, სულ ცოტა ხნის წინ კი, ცნობილი გახდა, რომ პარტნიორობას ახალგაზრდა ამელის 1980-იანი წლების ბოევიკების ვარსკვლავი დოლფ ლუნდგრენი გაუწევს.
Worth it. Episode 96. pic.twitter.com/T7I5jxiCGo
— Stephen Amell (@StephenAmell) August 12, 2016
