LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში დასაქმების პროგრამა იწყება

გორში დასაქმების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება 1 სექტემბრიდან იწყება.

გორის მერიასა და დასაქმების პროგრამის განმახორციელებელ  ორგანიზაციას – ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოს“ (RDFG) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმების ფარგლებში, გორის მერია ვალდებულებას იღებს ესპანური მეთოდოლოგიის პროექტის “დასაქმე ბის პროგრამა Employment shuttle – გორი” თანადაფინანსება განახირციელოს, რომელის მიზანია უმუშევარი მოსახლეობის სოციალიზაცია, დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება და დასაქმებაში ხელშეწყობა.

პროგრამის დასაფინანსებლად ადგილობრივ ბიუჯეტში 32 073 ლარია გათვალისწინებული. დასაქმების მსურველებს 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით განაცხადები შეუძლიათ წარადგინონ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურში ან გაგზავნონ ელ.ფოსტაზე – lmaisuradze@rdfg.ge (დამატებითი ინფორმაცია – 599 90 10 82).

პროგრამის ფარგლებში, კონკურსის შედეგად 20 ბენეფიციარი შეირჩევა. ისინი 5 თვიან გადასამზადებელ კურსს გაივლიან. კონკურსში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ გორში რეგისტრირებული იძულებით გადადგილებული და ადგილობრივი 18-დან 45 წლამდე ასაკის უმუშევარი მოქალაქეები შეძლებენ.

როგორც გორის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, დასაქმების საპილოტე პროგრამის შედეგად, რომელიც ქალაქში წელს უკვე ორ ეტაპად განხორციელდა, 40 ბენეფიციარიდან 27 დასაქმდა. დასაქმების პროგრამა პროექტ LIFE GEORGIA-ს ფარგლებში ხორციელდება ACF-ის („მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“) და ადგილობრივი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების RDFG, EFD და „ათინათი“ მიერ.