30 წლის ამერიკელი მსახიობი და ბრენდის The Row და Elizabeth and James დიზაინერი ეშლი ოლსენი 29 წლით უფროს მხატვარს, ჯორჯ კონდოს ხვდება. თვითმხილველთა განცახდებით, გასულ კვირას წყვილი ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში შეამჩნიეს, სადაც ისინი სადილობდნენ და ძალიან თბილად ურთიერთობდნენ.
ეშლიმ და ჯორჯმა ერთმანეთი ერთი წლის წინ გაიცნეს, როცა ნიუ-იორკში The Row-ს მაღაზიის დიზაინზე მუშაობდნენ. პირველად პაპარაცებმა წყვილი 2016 წელს დააფიქსირეს ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროსთან ახლოს, უხერხულ შეკითხვაზე კი, კონდომ თავი იმართლა, რომ მათ მხოლოდ საქმიანი შეხვედრა ჰქონდათ..
