LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიო შეყვარებულთან ერთად ავარიაში მოყვა

როგორც პორტალი PageSix იუწყება, ლეონარდო დიკაპრიო თავის შეყვარებულთან, მოდელ ნინა აგდალთან ერთად ავარიაში მოყვა. ინციდენტი ქალაქ ჰამპტონში მოხდა. წყვილის მინი კუპერი შემხვედრ ავტომობილს შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ნინას და დანარჩენ მგზავრებს არაფერი დაუშავდათ, დიკაპრიომ მანქანის დათვალიერება დაიწყო, რომელიც როგორც აღმოჩნდა, მის მეგობარს ეკუთვნოდა.

სხვა დეტალები ინციდენტის შესახებ ამ დროისთვის უცნობია.

14074456_1283731938333880_1356558468_o