ქალი, რომელმაც ბრიუსელში 3 ადამიანი დანით დაჭრა, პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია.
გარდაცვლილი ცივი იარაღით ავტობუსში მგზავრებს თავს დაესხა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე 3 ადამიანი დაშავდა, 2 მძიმე მდგომარეობაშია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

