LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი მიხეილ ცაგარელისგან (22-28 აგვისტო)

მიხეილ ცაგარელის კვირის (22-28 აგვისტო) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის. გაიგეთ რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რამდენად იღბლიანი იქნება ეს კვირა თქვენთვის.

ვერძი
მეტ-ნაკლებად კარგი კვირაა. იქნებით აქტიური და ენერგიული. ამ პერიოდში განვითარებული ყველა მოვლენა დაგეხმარებათ ადვილად თქვათ უარი მცდარ აზროვნებაზე, იმოქმედოთ ორგანიზებულად, შეძლოთ საქმეების მოწესრიგება და იდეების კონკრეტული რეალიზაცია. თუმცა, კვირის მეორე ნახევარში იძულებული გახდებით მოისმინოთ გარშემომყოფთა კრიტიკა, იყავით ფრთხილად და გამოიჩინეთ მეტი ტაქტი, რადგან არაა გამორიცხული ურთიერთობა გაგირთულდეთ პარტნიორებთან.

კურო
საკმაოდ კარგი კვირაა. მოიმატებს ენერგოტონუსი, ჯანმრთელობა და ემოციონალური მდგომარეობა კი, უფრო სტაბილური იქნება. შეძლებთ საკუთარი ცხოვრების მოწესრიგებას, ნებისმიერი თქვენი მოქმედება კი – მიზანმიმართული და კონკრეტული გახდება, რაც დაგეხმარებათ მიიღოთ მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. თუმცა, არაა გამორიცხული აჰყვეთ გრძნობებს, სურვილებს და ემოციებს, ამიტომ იყავით ფრთხილად და გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება.

ტყუპები
ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, შეხვდებით ნათესავებს და შეძლებთ ძველი კავშირების აღდგენას, მაგრამ კვირის მეორე ნახევარში სრულ კრახს განიცდიან თქვენი სურვილები, საპნის ბუშტებივით გასკდება ილუზიებიც, რაც საკმაოდ ნეგატიურ დაღს დაასვამს თქვენს თავმოყვარეობას. თუმცა, მეგობრების და ახლობლების დახმარებით მაინც შეძლებთ სულიერი კრიზისის შედარებით მსუბუქად გადატანას.

კირჩხიბი
საკმაოდ აქტიური კვირაა. პირველ ნახევარში იძულებული გახდებით გარკვეული ცვლილებები შეიტანოთ საკუთარ ცხოვრებაში, ამიტომ კარგად დაფიქრდით და ნუ აჰყვებით ემოციებს გადაწყვეტილების მიღებისას. კვირის მეორე ნახევარში მიხვდებით, რომ ადრე მიღებული პერსპექტიული წინადადების უმრავლესობა არ მუშაობს, შეთავაზებები კი, არ ხორციელდება ისე, როგორც თქვენ ფიქრობდით.

ლომი
საკმაოდ ნაყოფიერი კვირაა. პირველ ნახევარში შეძლებთ წინსვლას, საკუთარი იდეების ორიგინალურად და არასტანდარტულად განხორციელებას, რისკი კი, ნებისმიერ შემთხვევაში გამართლებული იქნება. თუმცა, კვირის მეორე ნახევარში შემცირდება თქვენი ენერგოტონუსი და გაგიფუჭდებათ გუნება-განწყობა. ამიტომ, უკეთესი იქნება თუ კვირის პირველ ნახევარში გააქტიურდებით, რადგან ამ პერიოდში საკმაოდ მაღალია წარმატების შანსი.

ქალწული
მეტად სასიკეთოა კვირის პირველი ნახევარი (25 აგვისტომდე). მოსალოდნელია სასარგებლო ცვლილებები, განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში. შეძლებთ ზოგიერთი წესის შეცვლას და საკუთარ სურვილებზე მორგებას, არაა გამორიცხული ისე შეიმუშავოთ დღის განრიგი, რომ უფრო მარტივად გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და დაიწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. კარგი პერიოდია შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად, მარტივად შეძლებთ იდეების კონკრეტულ რეალიზაციასაც. თუმცა, კვირის მეორე ნახევარში სიტუაცია საგრძნობლად გართულდება, ცვლილებები და რეფორმები კი, თქვენი განცდების და გარშემომყოფებთან კონფლიქტის მიზეზი გახდება.

სასწორი
მეტად პოზიტიური იქნება კვირის პირველი ნახევარი. შეძლებთ იდეების კონკრეტულ რეალიზაციას, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და პარტნიორული ურთიერთგაგების მიღწევას. თუმცა, კვირის მეორე ნახევარში იძულებული გახდებით გამოიჩინოთ მეტი ყურადღება, რადგან არაა გამორიცხული წარმოიშვას პრობლემები, განსაკუთრებით მოგზაურობის დროს. ნუ იქნებით ზედმეტად გულახდილი, ნუ გაანდობთ თქვენს სურვილებს ცუდად ნაცნობ ადამიანებს, რადგან ისინი აუცილებად ისარგებლებენ ამით და თქვენს გულწრფელობას თქვენსავე წინააღმდეგ გამოიყენებენ.

მორიელი
საკმაოდ კარგია კვირის პირველი ნახევარი. შეძლებთ მნიშვნელოვანი საკითხების გარკვევას და წარმატებით მოგზაურობას. ეცადეთ ამ პერიოდში იმოქმედოთ მიზანმიმართულად, გადაწყვიტოთ კონკრეტული პრობლემები და არ მოექცეთ სხვათა გავლენის ქვეშ, რადგან კვირის მეორე ნახევარში სიტუაცია საგრძნობლად გართულდება. ვერ შეძლებთ სწორად მოქმედებას, დაირღვევა ან საერთოდ არ შესრულდება ძველი ხელშეკრულებების პირობები, ეს კი, შეასუსტებს თქვენს ავტორიტეტს და მატერიალური დანაკარგების მიზეზი გახდება. იმოქმედეთ ფრთხილად და ეცადეთ არ გამოავლინოთ საკუთარი სისუსტე, რისი ალბათობაც ამ კვირაში ძალიან მაღალია.

მშვილდოსანი
საკმაოდ სასიკეთოა კვირის პირველი ნახევარი. მოგეცემათ იდეების კონკრეტული რეალიზაციის და წარმატების მიღწევის შანსი, თუმცა არ ღირს გარისკვა, საეჭვო ურთიერთობების გაბმა და საეჭვო საქმეების წამოწყება. ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი. გექნებათ სურვილი მოკიდოთ ხელი ყველა იმ საქმეს, რაც დაგეხმარებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, თუმცა არაა გამორიცხული ამგვარმა სურვილმა დაგაბნიოთ და ხელი შეგიშალოთ საკუთარი შესაძლებლობების სწორად განსაზღვრაში – ვერ შეძლებთ საკუთარ თავზე აღებული ყველა ვალდებულების და საქმის დროულად შესრულებას, ეს კი, თავის მხრივ სერიოზული კონფლიქტის მიზეზი გახდება. იყავით ყურადღებით, გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლად მხოლოდ იმ საქმეებს შეეჭიდეთ, რომელთა შესრულებაშიც დარწმუნებული იქნებით.

თხის რქა
საკმაოდ პოზიტიურია კვირის პირველი ნახევარი (26 აგვისტომდე). შეძლებთ ძლიერი ხასიათის და ინიციატივის გამოჩენას, იდეების კონკრეტულ რეალიზაციას, მიზნების დასახვას და მათ განხორციელებას, ინტუიცია კი, დაგეხმარებათ ორიგინალურ მოქმედებაში, ძველი პრობლემების მარტივად გადაწყვეტასა და ძველი ვალდებულებებისგან განთავისუფლებაში. ამ პერიოდში იძულებული გახდებით დაეყრდნოთ მხოლოდ საკუთარ თავს, რადგან ახლობლები ნაკლებად გამოიჩენენ ინტერესს თქვენს მიმართ და ნაკლებად დაგეხმარებიან. კვირის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მეტი სირთულეები, გაგიჩნდებათ შეგრძნება, თითქოს ერთ წრეზე დადიხართ და რასაც აკეთებთ, მხოლოდ დროისა და ენერგიის ფუჭი ხარჯვაა.

მერწყული
საკმაოდ სასიკეთოა კვირის პირველი ნახევარი (26 აგვისტომდე). შეძლებთ კომპრომისების მოძებნას და რთული საკითხების გადაწყვეტას. კვირის მეორე ნახევარში ეცადეთ გამოიჩინოთ მეტი ყურადღება და საღი აზრი, ლოგიკური აზროვნება და ყაირათიონობა, რათა არ აღმოჩნდეთ სხვების მიერ მოტყუებული ან საკუთარი ილუზიებით იმედგაცრუებული.

თევზები
პოზიტიურია კვირის პირველი ნახევარი (25-26 აგვისტომდე). შეძლებთ ინიციატივის გამოჩენას, მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას, იდეების რეალიზაციას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მართალია, არ გექნებათ სურვილი, მაგრამ კვირის მეორე ნახევარში იძულებული გახდებით გადახვიდეთ აქტიურ მოქმედებაზე და მიიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები. არაა გამორიცხული ამგვარმა ვალდებულებებმა სერიოზული დისბალანსი შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში.

გეომაგნიტური დღეები – 22, 25, 26 აგვისტო

აუდიოჩანაწერი