LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი ზაფხულის ყველაზე ელეგენატურ ქალად დასახელდა

კემბრიჯის ჰერცოგინა ქეით მიდლტონი ყველაზე მოდური ქალბატონების რეიტინგის სათავეში მოექცა. აღფრთოვანებულმა თაყვანისმცემელმა პრინც უილიამის მეუღლე ზაფხულის სეზონის ყველაზე ელეგანტურ ქალად დაასახელა.

ბრიტანეთის დედოფლის და კონსერვატორულად განწყობილი საზოგადოების მკაცრი შეფასების მიუხედავად, კემბრიჯის ჰერცოგინია დიდი ხანია მსოფლიოს ერთ-ერთ ელეგანტურ ქალბატონად ითვლება და წელსაც არაფერი შეცვლილა – მიდლტონი ზაფხულის ყველაზე გემოვნებიან ქალად დასახელდა და უკან ჩამოიტოვა პოპულარული მოდელი კენდალ ჯენერი, რომელიც რეიტინგის მეორე ადგილით დაკმაყოფილდა. შესაძლოა, ქეითის წარმატების საიდუმლო იმაშია, რომ ის ორი შვილის ახალგაზრდა დედაა, რეიტინგის შედგენაში კი, ძირითადად ქალები იღებდნენ მონაწილეობას. დამარცხებულთა შორის აღმოჩნდენ ჯენიფერ ენისტონი, სიენა მილერი და ჯიჯი ჰადიდი.

ელეგანტური ქალბატონების პარალელურად მეორე – ანტირეიტინგიც შეგდა, სადაც ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული, ცნობილი ქალბატონები მოხვდნენ. ნუსხის ლიდერი ქეთი პრაისი გახდა, მეორე ადგილი ბრიტანელმა მომღერალმა შერილინმა დაიკავა, რომელიც პრაისის მსგავსად ხშირად ხდება მოდის კრიტიკოსების მსხვერპლი. მესამე ”საპატიო” ადგილი კი, რიტა ორას ერგო, რომლისთვისაც ანტირეიტინგებში მონაწილეობა დიდი ხანია ტრადიციად იქცა.