LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი მესიაა: ლეოს ნიუელს ოლდ ბოიზში ელოდებიან

არგენტინული „ნიუელს ოლდ ბოიზის“ ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კლუბი 2018 წელს ლიონელ მესის დაბრუნებას ელოდება.
„ბარსელონას“ ფორვარდი არგენტინული გუნდის ყველა პრობლემას მოაგვარებდა.

„დარწმუნებული ვარ ისტორიაში შევალთ, თუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს მივიღებთ. წარმოიდგინეთ მესი სტადიონ „კოლოსოზე“. პრესა ამას მთელ მსოფლიოში გააშუქებდა, ჩვენთან მდიდარი სპონსორები მოვიდოდნენ. სენტიმენტალური ღირებულებების გარდა, ასეთი ტრანსფერი ვალების გასტუმრებაში დაგვეხმარებოდა“, – კრისტიანა დამიკოს ოცნებები ESPN-მა გაავრცელა.

მესი „ბარსაში“2000 წელს სწორედ „ნიუელს ოლდ ბოიზიდან“ გადავიდა 13 წლის ასაკში.
არგენტინელ სუპერვარსკვლავს არაერთხელ უთქვამს, რომ კარიერის ბოლოს მშობლიურ კლუბში დაბრუნება სურს.