LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქება თურქეთში – დაიღუპა 9 ადამიანი

თურქეთის ქალაქ ჯიზრეში აფეთქება მოხდა.

დაიღუპა 9 და დაშავდა 64 ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქ ჯიზრეში ძლიერი აფეთქება პოლიციის განყოფილებასთან მოხდა.

შენობასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.