თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს, 16:00 საათზე საკრებულოში რიგგარეშე ანგარიშით წარდგება.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები თბილისში გამწვანებული ტერიტორიების განკარგვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ საკითხზე თბილისის მერის მოხსენებას მოისმენენ.
დავით ნარმანიას თბილისის საკრებულოში მისვლა საკრებულოს 13-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ერთობლივი განცხადებით 22 აგვისტოს მოითხოვა.
ისინი თბილისის მერის რიგგარეშე ანგარიშით 25 აგვისტოს საკრებულოში წარდგომას ითხოვდნენ. თუმცა, 24 აგვისტოს მერიაში გამწვანების რეგულაციების გამკაცრების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ საკრებულოში 26 აგვისტოს მივა.
თბილისის მერი საკრებულოში ანგარიშით ბოლოს 17 მაისს წარსდგა. ბოტანიკური ბაღის მიწის მონაცვლეობის საკითხზე, იგი უმრავლესობის მოთხოვნის შემდეგ მივიდა.
