ცნობილი ამერიკელი მსახიობი, შენენ დოერტი, რომელიც მსოფლიომ საკულტო სერიალიდან „ბევერლი ჰილზი 90210“ გაიცნო, განაგრძობს სიმსივნესთან ბრძოლას. მსახიობი Instagram-ის გვერდზე ფოტოებს აქვეყნებს ქიმიოთერაპიის კაბინეტიდან და ამით სხვა ადამიანებსაც აჩვენებს, რამდენად აუცილებელია მკურნალობის დროული დაწყება.
მას შემდეგ რაც შენენ დოერტიმ დიაგნოზის შესახებ შეიტყო, ის სოციალურ ქსელში უფრო აქტიური გახდა. პირველად მან ფოტოები მაშინ გამოაქვეყნა, როცა ქიმიოთერაპიის კურსის გამო თმის გადაპარსვა მოუწია. ამჯერად კი საკულტო სერიალის ვარსკვლავი ფოტოებს ქიმიოთერაპიის კაბინეტიდან აქვეყნებს, სადაც მასთან ერთად მედ-პესრონალი და მეუღლე, კურტ ისვარინკო იმყოფებიან.
