ინსტაგრამი – ფოტოშთაბეჭდილებების უზარმაზარი ყულაბაა. ახალი ფოტოს დამატებისას, ყველა დარწმუნებულია, რომ სწორედ მისი ნამუშევარი დაიმსახურებს მოწონებას. ხშირად ფოტო მილიონობით ”ლაიქს” და კეთილგანწყობილ კომენტარს აგროვებს, მისი ავტორი კი, სულ რამდენიმე წუთში იძენს მსოფლიო პოპულარობას.
უზბეკმა ელერ ნემატოვმა სამშობლოში ის ადგილები გადაიღო, რომლებიც ყველაზე მეტად უყვარს. დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, როგორც წესი მხოლოდ ყოველდღიური ცხოვრების კადრებს იღებს და მათში პოულობს სილამაზეს.
ნატალი სუმის განცხადებით, ის მხოლოდ ერთობოდა მეგობრებთან ერთად და არასდროს უფიქრია ინსტაგრამ-დიდებაზე.
არიზონელმა ფოტოგრაფმა ჯეიდ ბილმა, ფოტომოყვარულებს პროექტის “MyStory” ფოტოები გაუზიარა. ბილი ახალგაზრდა დედაა, რომელიც ძალიან ბევრს ფიქრობს ქალის გარეგნობასა და თვითშეფასებაზე, ამ მართალია რთულ, მაგრამ ქალისთვის ყველაზე ბედნიერ პერიოდში.
”როცა ტყუპებს ზრდი, ცხოვრება ქაოსს ემსგავსება, თუმცა სიხარულიც ორჯერ მეტია”, – ამბობს სინგაპურელი ემბერ იონი – ერთი წლის ტყუპების ლეისა და ლორენის დედა. ემბერმა შვილებს ცალკე გვერდი მიუძღვნა ინსტაგრამში, მზრუნველი დედის მრავალრიცხოვანი ფოტოები ყოველთვის დახვეწილი გემოვნებითა და კარგი იუმორის გრძნობით გამოირჩევა.
ფოტო იუტელ კოვბოის კრის პეტერსონს ეკუთვნის.
ახალგაზრდა წყვილმა სინგაპურიდან საკუთარი ქვეყნის აბსოლუტურად განსხვავებული რაკურსით ჩვენება გადაწყვიტა.
მარინა სერსალეს მიერ დანახულ იტალიურ კურორტს – პოზიტანოს საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი აღმოაჩნდა.
ცხოველთა დამცველმა ანჯელა შელდრიკმა სარეაბილიტაციო ცენტრის David Sheldrick Wildlife Trust-ის ბინადრები გადაიღო, რომლებიც გამოჯანმრთელების შემდეგ საკუთარ სახლს – კენიის ველურ ბუნებას უბრუნდებიან.
ინდოელმა ფოტოგრაფმა ემანუალ კარბახარიმ წვიმაზე შეყვარებული ახალგაზრდები ასახა.
”ყველაზე უცნაური ამ ფოტოზე იასაა, რომ გაუგებარია როგორ მოძრაობს წყვილი”, – ამბობს მისი ავტორი მაიკლ ზი.
წიგნის კითხვა ფისოებსაც უყვართ…
ზოლიანი კოპენჰაგენი ყოველთვის მოდაშია.
ხავერდის სეზონი რუსეთში ანდრეი ბელავინმა ასახა.
უილიამ პრანისკი რამდენიმე წელი ცდილობდა მეტეორების წვიმის გადაღებას და საბოლოოდ იდეალურ კადრს ბრაზილიის ერთ-ერთ სოფელში მიაგნო.
კრის ბურჰარდი მონტანას შტატის ნაციონალური პარკის შესწავლითაა გატაცებული.
ტონი ნოელი მეგობრებთან ერთად ერთობა.
ტაკახირო ტაგუჩიმ ფოტომოყვარულები საკუთარი ქვეყნის პლაჟის ფოტოებით გაახარა.

















