“ვითიბი ბონუსის” პროგრამით დაგროვებული ქულების დახარჯვა Swoop-ის ვებ-გვერდზე გახდა შესაძლებელი.
როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, VTB Bonus არის ლოიალურობის პროგრამა ”ვითიბი ბანკის” კლიენტებისთვის, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლია ბონუს ქულების დაგროვება სავაჭრო და მომსახურების ობიექტში, ბარათით განხორციელებულ თითოეულ ტრანზაქციაზე.
მათივე ინფორმაციით, ბონუს ქულები გროვდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში განთავსებულ ნებისმიერი ბანკის პოს-ტერმინალში, ”ვითიბი ბანკის” ბარათით გადახდის შემთხვევაში. ბონუს ქულები ირიცხება ავტომატურად, ონლაინ რეჟიმში.
როგორც ”ვითიბი ბანკში” განაცხადეს, დაგროვილი ბონუს ქულებით შესაძლებელია მობილურის ბალანსის შევსება, კომუნალური გადასახადის დაფარვა, ქულების ფულში კონვერტაცია. ასევე შესაძლებელია საჩუქრის შერჩევა ვებ გვერდზე: bonus.vtb.ge და სასურველი ნივთის ან მომსახურების შეძენა ვებ გვერდზე: www.swoop.ge
