“გიგი უგულავას ნაჩუქარი საათით მივედი და ბატონ ბიძინას კი ჩემი ნაჩუქარი საათი ეკეთა ხელზე”, – ასე გამოეხმაურა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას „მაესტროს“ ეთერში.
“გიგი უგულავას ნაჩუქარი საათით მივედი და ბატონ ბიძინას ჩემი ნაჩუქარი საათი ეკეთა ხელზე მაშინ, ვერ გაიხსენა დღეს ეტყობა. რაც შეეხება უგულავას ნაჩუქარ საათს, ძალიან ნაწყენი ვარ დავით ნარმანიაზე, ზუსტად ისეთივე ურთიერთობა მაქვს, როგორც ყოფილ მერთან და ნარმანიას ჩემთვის ჯერ საათი არ უჩუქებია. ამ განცხადების შემდეგ, ალბათ, მაჩუქებს“
ბურჭულაძის თქმით, მის მოძრაობაში არამარტო „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ „ქართული ოცნების“ ყოფილი სახეებიც შედიან.
„სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის თქმით, მას „კარები ყველასთვის ღია აქვს.“
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მას ჰქონდა მცდელობა, პაატა ბურჭულაძეს დაახლოებოდა, თუმცა მასთან შესახვედრად უგულავას მიერ დაჯილდოებული საათით მივიდა.
