LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია საჭიროების შემთხვევაში 2 სექტემბერს მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაზარალებულთა მკურნალობის ხარჯებს აანაზღაურებს

თბილისის მერია საჭიროების შემთხვევაში 2 სექტემბერს მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაზარალებულთა მკურნალობის ხარჯებს აანაზღაურებს. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა ავტოავარიის შედეგად დაზარალებულები მოინახულა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადების მიერ სხვადასხვა კლინიკაში გადაყვანილი 18 დაზარალებულიდან, ამ ეტაპზე, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ 11 პაციენტი რჩება, რომელთაგან ერთი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. 7 პაციენტს კი, ამბულატორიული მომსახურება გაეწია და კლინიკებიდან გაეწერა.
შეგახსენებთ, რომ ყვითელი ავტობუსი დიდი სიჩქარით დაეჯახა სასტუმროს ისანში მდებარე სასტუმრო „რიჩის“ ღობეს, გადაანგრია  სასტუმროს შიგნით გაჩერებულ ავტომობილებს შეეჯახა.