დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ციხეში თავი მოიკლა.
რუსთავი 2-ის ცნობით, შემთხვევა ერთი კვირის წინ გლდანის მე-8 დაწესებულებაში მოხდა.
მკვლელობა ახალქალაქის სოფელ ვაჩიანში 10 ივლისს მოხდა. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 24 წლის ნოდარ აკოპოვი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ქურდობის მიზნით, საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან შეაღწია. სახლის მეპატრონემ და მისმა ოჯახის წევრებმა იგი შენიშნეს და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ნოდარ აკოპოვმა მათ თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დედა და მისი 2 შვილი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოჯახის მეოთხე წევრი, მცირეწლოვანი ბავშვი, წინასწარი ინფორმაციით, გაგუდვის შედეგად დაიღუპა.
